ვინ არის თავდამსხმელი -სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება - VIDEO

სოციალურ ქსელში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი პირის კადრები ვრცელდება. კადრში კარგად ჩანს, რომ თავდამსხმელს ხელში ყუმბარა უჭირავს.

შიანაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბიზნეს კაპიტალის" ოფისში შეიარაღებული მძარცველი და 9 მძევალია. განმარტება ცოტა ხნის წინ ადგილზე პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ გააკეთა.