2021 წლის იანვარში WTI ნავთობის ფასმა ბარელზე $50-ს გადააჭარბა

2020 წლის მარტის შემდეგ პირველად, 2021 წლის იანვარში WTI ნავთობის ფასმა ბარელზე $50-ს გადააჭარბა. 

ამის შესახებ აღნიშნულია galt & taggart-ის გლობალური ბაზრის მიმოხილვაში.

ანალიტიკოსების შეფასებით,  ნავთობის ფასების ზრდაზე გავლენა მოახდინა ვაქცინისა და სტიმულირების პაკეტთან დაკავშირებულმა სიახლეებმა. ასევე მოულოდნელი იყო საუდის არაბეთის მხრიდან წარმოების მოცულობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება (თებერვალ-მარტში წარმოება დღეში 1 მლნ ბარელით შემცირდება). 

ნოემბერში ნავთობის ფასის ზრდა სპეციალისტებმა ეკონომიკების გახსნისა და გაუმჯობესებული მოლოდინით ახსნეს. 

შეგახსენებთ, ოქტომბერში ნავთობისა და ოქროს ფასი დაეცა.