თავში

ნავთობი და ოქრო ძვირდება

ნავთობი და ოქრო ძვირდება
ნავთობი და ოქრო ძვირდება

ნოემბრის პირველ ნახევარში ნავთობის ფასი იზრდება, რასაც სპეციალისტები ეკონომიკების გახსნის მოლოდინით ხსნიან.

"ეკონომიკების გახსნის მოლოდინების გაზრდამ ხელი შეუწყო ნავთობის ფასის მატებას," - ასე ფიქრობენ "გალტ&თაგარტის" საერთაშორისო ბაზრის ანალიტიკოსები.

 ორგანიზაციის დღეს გამოქმეყნებულ გლობალური ბაზრების მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ   ნოემბრის პირველი კვირის ბოლოს ნავთობის ფასმა ბარელზე $41-ს გადააჭარბა. თუმცა მოგვიანებით ნავთობის ფასები კვლავ შემცირდა, ამერიკაში ნედლი ნავთობის მარაგების ზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შედეგად. 

რაც შეეხება ოქროს, ინვესტორების განწყობების გაუმჯობესების შედეგად, ოქროზე,  რომელიც ყველზე უსაფრთხო ინვესტიციადაა აღიარებული, მოთხოვნა შემცირდა. 

"9 ნოემბერს, ოქროს ფასი 4.5%-ით დაეცა და უნციაზე $ 1,853 შეადგინა, თუმცა მოგვიანებით ოქროს ფასმა მოიმატა და კვირის ბოლოს უნციაზე $ 1,889 შეადგინა, " -განმარტებულია "გალტ&თაგარტის" გლობალური ბაზრების მიმოხილვაში.

შეგახსენებთ, ოქტომბერში ნავთობისა და ოქროს ფასი დაეცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system