
გასული წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, აზერბაიჯანში დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,8 ათასი ადამიანით, 1,2%-ით გაიზარდა და 1 704,9 ათასი შეადგინა.
აქედან 905,7 ათასი ადამიანი ეკონომიკის საჯარო სექტორშია დასაქმებული, ხოლო 799,2 ათასი ადამიანი კერძო სექტორში.
2021 წლის იანვარ-ნოემბერში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,9%-ით გაიზარდა და 724,1 აზერბაიჯანული მანათი შეადგინა.
ყველაზე მაღალი ხელფასი სამთო, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ასევე ტრანსპორტისა და სასაწყობო სფეროებში დაფიქსირდა.