
კრიპტოვალუტა Dogecoin ილონ მასკის ტვიტის შემდეგ 20%-ით გაძვირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ილონ მასკმა Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ ამიერიდან მისი კომპანიის, Tesla-ს აქციების შეძენა Dogecoin-ით არის შესაძლებელი.
ამის შემდეგ კრიპტოვალუტის ღირებულება 20%-ზე მეტით გაიზარდა, ერთი Dogecoin ახლა $0,2 ღირს.
2020 წელს მასკმა ამ კრიპტოვალუტას "ხალხის კრიპტო" უწოდა, რისი წყალობითაც მისი კაპიტალიზაცია 4000%-ით გაიზარდა.