თავში

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 51%-ით აღდგა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 51%-ით აღდგა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 51%-ით აღდგა

პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დეკემბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 51% აღდგა. 2021 წლის დეკემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 42,077 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის დეკემბერი 82,551 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. დეკემბრის თვეში, აეროპორტში რეისების 63% აღდგა და მოემსახურა 181 რეისს. ( 2019 წლის დეკემბერი – 289 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system