აგვისტოში აზერბაიჯანიდან საქართველოში 6.96 მილიონი დოლარი გადმოირიცხა

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში აზერბაიჯანიდან საქართველოში 6.96 მილიონი დოლარი გადმოიგზავნა.  ფულადი გზავნილების ეს ოდენობა მთლიანი ჩარიცხვების 3.78 %-ია. წლიურ ჭრილში, ანუ გასული წლის აგვისტოს გზავნილებთან შედარებით აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 269.82%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს, საქართველოში რუსეთიდან აგვისტოს თვეში გადმოირიცხა 34.94 მილიონი დოლარი, რაც 1.48%-ით ნაკლებია გასულ წლის აგვისტოში განხორციელებულ ფულად გზავნილებზე, თუმცა მთლიან გადმოპრიცხვებში ჩრდილოელი მეზობლის წილი კვლავ მაღალია და ის 18.97%-ს უტოლდება.

21.73%-ითაა გზარდილი აგვისტოში ფულადი გზავნილები თურქეთიდან გასული წლის აგვისტოსთან შედარებით. მიმდინარე წლის აგვისტოში თურქეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 9. 67 მილიონი დოლარი, რაც აგვისტოში განხორციელებული მთლიანი გადმორიცხვების 5.25%-ია.

აგვისტოში, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, 1.16%-იანი კლება დაფიქსირდა ფულადი გზავნილების სომხეთიდან. მიმდინარე წლის აგვისტოში სომხეთიდან 1.21 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც აგვისტოს მთლიანი გადმორიცხვების 0.66%-ია.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა.

ფულადი გზავნილების მოცულობა, წილი და ზრდა-კლების დინამიკა ქვეყნების მიხედვით, იხილეთ ცხრილში:

 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 184.2 მლნ აშშ დოლარი (566.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 25.8%-ით (37.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.