თავში

საქართველოში 184.2 მლნ აშშ დოლარი გადმოიგზავნა

საქართველოში 184.2 მლნ აშშ დოლარი გადმოიგზავნა
საქართველოში 184.2 მლნ აშშ დოლარი გადმოიგზავნა

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად,  2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 184.2 მლნ აშშ დოლარი (566.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 25.8%-ით (37.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა.

2020 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.1 მლნ აშშ დოლარი (71.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აგვისტოს (19.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.5%-ით მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system