აპრილის იმპორტში საქართველომ 749 მილიონი დოლარი გადაიხადა

2021 წლის აპრილში საქართველოს იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56%-ით გაიზარდა და $749 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. სტატისტიკის მიხედვით, იმპორტი წინა წელთან შედარებით $270.5 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.

რაც შეეხება, 2021 წლის 4-თვიან ჯამს,  იანვარ-აპრილში იმპორტმა 10%-ით იმატა და $2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. 16.6%-ით გაიზარდა და 1.2 მილიარდ დოლარს გაუტოლდა საქართველოს ექსპორტი იანვარ-აპრილში. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აპრილში 1.53 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39% შეადგინა.