აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილები გაიზარდა

რეგიონის ქვეყნებიდან გადმორიცხვები გაზრდილია აზერბაიჯანიდან, ხოლო თურქეთიდან და რუსეთიდან კლება დაფიქსირდა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მაისის თვის მიმოხილვაში.

2020 წლის მაისში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 9.6 პროცენტით შემცირდა და 131.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 33.7 პროცენტით 13.6 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.