ჩინეთში ეკონომიკური გაჯანსაღება გრძელდება

ჩინეთში ეკონომიკური გაჯანსაღება გრძელდება. ნოემბერში სამრეწველო წარმოება წლიურად 7%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო ვაჭრობა კი 5.0%-ით. 

ამის შესახებ აღნიშნულია galt&taggart-ის გლობალური ბაზრის კვლევაში. 

ორგანიზაციის საერთაშორისო ბაზრების მკვლევართა განმარტებით, ზრდის ეს ტემპები ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით მაღალია, რაც ადასტურებს ჩინეთის ეკონომიკის სწრაფ გაუმჯობესებას.

ცნობისთვის, გლობალური ინვესტორების ინტერესი ჩინეთის მიმართ კვლავ ძლიერი რჩება.