დასაქმებულების დასახმარებლად 68 მილიონი ლარია დახარჯული

დაქირავებით დასაქმებულთა დახმარების მიმართულებით, ჯამურად 68 მილიონი ლარია დახარჯული. ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნინო ველთაურმა განაცხადა.

“62 ათასამდეა უნიკალური პირი, რომელმაც 200-ლარიანი დახმარება მიიღო ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ. სამი თვის კომპენსაცია მიღებული აქვს 62 ათას ადამიანზე მეტს და ივლისის თვეში ბოლო მონაცემებით, 117 895 ადამიანზეა გაცემული დახმარება”,- ამბობს ველთაური და დასძენს, რომ სახელმწიფოსგან დახმარება ბოლო მონაცემებით, 180 ათასზე მეტ თვითდასაქმებულზე გაიცა.  მისივე თქმით, თვითდასაქმებულთა კომპენსაციას კიდევ 70 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს.