თავში

დახმარება 80 ათასზე მეტ თვითდასაქმებულზე გაიცა

დახმარება 80 ათასზე მეტ თვითდასაქმებულზე გაიცა
დახმარება 80 ათასზე მეტ თვითდასაქმებულზე გაიცა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ნინო ველთაურის განცხადებით, სახელმწიფოსგან დახმარება ბოლო მონაცემებით, 180 ათასზე მეტ თვითდასაქმებულზე გაიცა. მისი თქმით, თვითდასაქმებულთა კომპენსაციას კიდევ 70 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს.

„180 ათასზე მეტ ადამიანს უკვე ჩაერიცხა 300 ლარი. დაახლოებით 70 ათას ადამიანზე მეტია, ვინც მოასწრო და დარეგისტრირდა ამ პერიოდში, როდესაც სარეგისტრაციო პორტალი იყო გახსნილი. ეს განცხადებები გავიდა კომისიაზე, შეჯერდა და მოხდება მათთვისაც კომპენსაციის გაცემა”,- განაცხადა ველთაურმა და დასძინა, რომ დაქირავებით დასაქმებულთა დახმარების მიმართულებით, ჯამურად 68 მილიონი ლარია დახარჯული.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპენსაციებს მიიღებენ დახარვეზებული თვითდასაქმებულებიც, ანუ ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარებისთვის მიმართა, მათ შორის ისინიც, ვინც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და დახარვეზდნენ, 300-ლარიან დახმარებას მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system