დასაქმებულების ტესტირებას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს

2022 წლის 1-ლი იანვრიდან დასაქმებული მოქალაქეები კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირებას სახელმწიფოს დაფინანსებით ვეღარ მიიღებენ.

მომავალი წლიდან ბიზნეს სუბიექტებს დასაქმებულთა ტესტირებისათვის საჭირო ხარჯების გაღება თავად მოუწევთ. შესაბამისი გადაწყვეტილება სავალდებულო ტესტირების შესახებ მთავრობის განკარგულებაში 18 ნოემბრის ცვლილებით შევიდა.  

ბიზნეს სუბიექტებს დასაქმებულების ტესტირება ყოველ 14 დღეში ერთხელ ევალებათ. 

ჯერ-ჯერობით უცნობია, გაათავისუფლებს თუ არა "მწვანე პასპორტები" დასაქმებულებს სავალდებულო ვაქცინაციისაგან.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.

ეს ითვალისწინებს ორჯერად ვაქცინაციას, 72-საათიან PCR ტესტს, 24-საათიან ანტიგენ ტესტს ან ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების ცნობას.

გაეცანით იმ ობიექტების ჩამონათვალს, სადაც "მწვანე პასპორტის" გარეშე შესვლა აკრძალული იქნება.