Deutsche Bahn-მა წყალდიდობის შედეგად 1.3 მილიარდით იზარალა

ივლისის შუა რიცხვებში გერმანიის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად ქვეყნის სარკინიგზო ქსელმა 1.3 მილიარდ ევრო იზარალა. 

"ჩვენ წინ წარმოუდგენელი სამუშაო გველოდება.  მსგავსი მასობრივი დარღვევები ერთდროულად აქამდე არასდროს გვქონია", - აცხადებენ Deutsche Bahn-ში.

გერმანული გამოცემა DW-ის ცნობით, ყველაზე მნიშვნელოვანი ზიანი 50-ზე მეტი ხიდის განადგურებამ გამოიწვია. გარდა ამისა, წყალდიდობამ დააზარალა მრავალი სადგური და გაჩერება, 180 სარკინიგზო გადასასვლელი, თითქმის 40 გადამრთველი გადაცემა და 1000-ზე მეტი მავთულის და სიგნალის ანძა, დენის ერთეული, აგრეთვე ლიფტები და სადგურების განათების დანადგარები.

დასავლეთ გერმანიაში, წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონებში დაახლოებით 170 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 160 ადამიანი დაიღუპა.