თავში

გერმანიაში 170 ადამიანი წყალდიდობის შედეგად დაკარგულად ითვლება

​გერმანიაში 170 ადამიანი წყალდიდობის შედეგად დაკარგულად ითვლება
გერმანიაში 170 ადამიანი წყალდიდობის შედეგად დაკარგულად ითვლება

დასავლეთ გერმანიაში წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონებში დაახლოებით 170 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ კობლენცის პოლიციაზე დაყრდნობით DW ავრცელებს.

სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 160 ადამიანი დაიღუპა. პოლიციაში აღნიშნეს, რომ მსხვერპლთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან წყალდიდობიდან მეხუთე დღეს მაშველებმა დაზარალებულ რაიონებში მოხვედრა ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს.

პოლიცია, მეხანძრეები და მაშველები დაზარალებული რეგიონების განმეორებით შემოწმებასაც გეგმავენ.

სტიქიის შედეგად მიღებული ზარალი სადაზღვევო კომპანიებს ორიდან და სამ მილიარდ დოლარამდე დაუჯდება.

გერმანიაში შენობების დაახლოებით 45% წყალდიდობისა და წყალდიდობის შედეგებისგან დაზღვეულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system