"ექსპოპრტის ზრდა რეექსპორტის კლებამ შეაფერხა"

2020 წლის თებერვლიდან კლებადი ტენდენციის შემდეგ ექსპორტის ზრდა სექტემბერში დადებით მაჩვენებელს დაუბრუნდა, თუმცა ექსპორტის ზრდა კი შეაფერხა ავტომობილების (წ/წ -37.9%) რე-ექსპორტის კლებამ.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველთვიურ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით,  ექსპორტის წლიურ +8.6%-იან ზრდაში უმთავრესი წვლილი სპილენძის კონცენტრატებმა (წ/წ +77.0%) შეიტანა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი იყო შედარებით მაღალი შიდა დამატებული ღირებულების მქონე პროდუქტების ზრდაც, როგორებიცაა თხილი (წ/წ +73.5%), ღვინო (წ/წ +13.8%) და მინერალური წყლები (წ/წ 23.2%). 

"ექტემბერში ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში (წ/წ -6.7%) შემცირდა, ძირითადად სომხეთის (წ/წ -67.2%) გამო, ამავდროულად რუსეთში (წ/წ +31.0%) ექსპორტის მოცულობა გაიზარდა. ევროკავშირში (წ/წ +21.9%) ექსპორტის ზრდა კი 2020 წლის განმავლობაში პირველად დადებითი გახდა. სხვა ძირითად ქვეყნებს შორის, ექსპორტის მოცულობა ასევე გაიზარდა ჩინეთში (წ/წ 102.5%), თუმცა შემცირდა ირანისა (წ/წ -74.4%) და აშშ-ის მიმართულებით (წ/წ -18.1%)," - ვკითხულობთ დოკუმენტში.

შეგახსენებთ, სპეციალისტები პანდემიისას საგარეო ვაჭროპბაში ახალ სიმპტომებს ხედავენ, რაც ახალი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ღვინო-მასალების ექსპორტის ზრდა და მსუბუქი მრეწველობის როლის გაძლიერება, - საგარეო ვაჭრობითვის ეს ფაქტორები ახალი სიმპტომის მანიშნებელია, მაგრამ სასურველი მოცემულობისგან საქართველოს ჯერაც შორსაა. მთავარი გამოწვევა, უარყოფითი სალდოს შემცირებაა. ამის ერთ-ერთი გზა კი შიდა წარმოების ზრდა და ექსპორტზე პოზიციების გაუმჯობესებაა, რაც ქვეყანას სასურველ შედეგამდე მიიყვანს.