ეროვნულმა ბანკმა დღეს 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

2020 წლის 22 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის(სებ) სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0585 შეადგინა.

ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენციაა. ცენტრალურმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, 240 მილიონი დოლარი გაყიდა.

ცნობისთვის ბოლო სავალუტო ინტერვენცია სებ-მა 20 დღის წინ განახორციელა, როცა შიდასავალუტო ბაზარს 20 000 000 აშშ დოლარი მიაწოდა.

ცნობისთვის, სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

როვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0701 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.5165 ლარად არის შესაძლებელი.

ამ მომენტისთვის(16:40 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0576 ლარად ივაჭრება.