თავში

ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. 

მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0417 შეადგინა.

ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე რიგით მერვე სავალუტო ინტერვენციაა. ცენტრალურმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით,  200 მილიონი დოლარი გაყიდა.

ბოლო ინტერვენცია სებ-მა 17 ივნისს განახორციელა

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

როვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0567 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.4247 ლარად არის შესაძლებელი.

ამ მომენტისთვის(16:50 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0482 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system