2021 წლის პირველ 2 კვირაში ევროპის კაპიტალის ბაზრებზმა შედარებით უკეთესი შედეგები აჩვენა, STOXX 600 2.2%- ით გაიზრდა, ხოლო FTSE 250 კი იმავე პერიოდში 0.6%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ აღნიშნულია galt & taggart-ის გლობალური ბაზრის მიმოხილვაში.
სპეციალისტები ევროიდექსების ზრდას გარკვეულწილად ბრექსიტის შეთანხმებას უკავშირებენ. 2021 წლის დასაწყისში მსოფლიო ეკონომიკაში ბრექსიტის შეთანხმება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად ფასდება. მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი შეთანხმდნენ ბრექსიტის პირობებზე.
შეგახსენებთ, 2020 წელს სტერლინგი ევროსთან მიმართებაში 6%-ით გაუფასურდა და გაუფასურება 2021 წლის პირველ ორ კვირაშიც გაგრძელდა.