ილონ მასკმა კიდევ 1 მილიონი Tesla-ს აქცია გაყიდა

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა კომპანიის კიდევ 1 მილიონი აქცია გაყიდა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მასკმა 1,02 მილიარდი დოლარის ღირებულების 934 090 მილიონი აქცია გაასხვისა.

ჯამში, 8 ნოემბრიდან დღემდე, ილონ მასკმა მის მიერ დაარსებული კომპანიის 22,8 მილიონი აქცია გაყიდა. აქედან 8,06 მილიონი მან გადასახადების გადასახდელად გაასხვისა, რომელთა ვადა 2022 წელს იწურება.

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი აცხადებს, რომ ის მზად არის, დაახლოებით 11 მილიარდი აშშ დოლარი გადასახადებზე დახარჯოს.

გამოცემა Financial Times-მა მილიარდერი და კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი "წლის ადამიანად დაასახელა".

მანამდე ჟურნალმა Time Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი "წლის ადამიანად" დაასახელა.

მანამდე, Report.ge წერდა, რომ მასკმა "უკანასკნელი სახლი" გაყიდა და ოფიციალურად უსახლკარო გახდა. იგი სამუშაოდან წასვლასა და ბლოგერობაზე დაფიქრდა.