ინფორმაცია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე დღეს გასაჯაროვდება

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე (FDI) სტატისტიკური ინფორმაცია დღეს, ერთ საათში, 11 საათზე, აიტვირთება სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის ვებპორტალზე. 

ეს იქნება მე-3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემები.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში FDI  53.7%-ით შემცირდა. წინასწარი მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში $187 მილიონი შეადგინა.

სპეციალისტების ნაწილი ინვესტიციების განახევრებას დრამატულს და საგანგაშოს უწოდებს, ნაწილი კი თვლის, რომ ეკონომიკისთვის ეს ტრაგედია სულაც არ არის.