ირაკლი ნადარეიშვილი კონგრესმენების წერილს ეხმაურება

ცოტა ხნის წინ , ოთხი კონგრესმენის წერილი   გამოქვეყნდა, რომელშიც "ქართული ოცნების" ხელისუფლება მკაცრად არის გაკრიტიკებული.  წერილში საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ვარდნის და მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო გააკრიტიკეს.

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" წევრთა წლიურ კრებას, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილიც ესწრებოდა. მინისტრის მოადგილეს, ჟურნალისტებმა კონგრესმენების მიერ გამოგზავნილი წერილის შეფასება სთხოვეს, რაზეც ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ კონკგრესმენების შეფასებაზე ინფორმაციულმა და კომუნიკაციის უზუსტობამ იმოქმედა.

 წერილში ანაკლიის პორტის პროექტზე გაკეთებულ კრიტიკულ აქცენტებს კი ასე ეხმაურება: " ანაკლიის პორტის პროექტი არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ქართული სახელმწიფოსთვის და რაც შეეხება ინვესტორთან ურთიერთობას, თქვენ იცით, რომ არაერთხელ მოხდა იმ ვალდებულებების გადავადება იმისათვის, რომ ინვესტორს შეძლებოდა აღებული ვალდებულებების შესრულება და მშენებლობის აქტიურ ფაზაში გადაყვანა. ეს სამწუხაროდ ვერ მოხდა, თუმცა ფაქტი არ ცვლის სახელმწიფოსთვის ამ პროექტის პრიორიტეტულობას. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროექტი შედგეს უკვე ახალ პარტნიორებთან ერთად". 

მინისტრის მოადგილეს ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია ვინ იქნება ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორი.