თავში

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" წლიური კრება

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" წლიური კრება
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წლიური კრება

დღეს "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" წევრთა წლიური კრება ჩატარდა, რომელსაც საბჭოს წევრი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი ესწრებოდა.

კრებაზე მიმოიხილეს 2019 წელს ჩატარებული ღონისძიებები და წარადგინეს 2020 წლის გეგმა. 

ასევე აირჩიეს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე,BP "საქართველოს" რომელიც ენ დევისი გახდა. 

"ჩვენ მიზანია ერთად ვიმუშაოთ სხვადასხვა ეკონომიკურ გამოწვევებზე, რათა ბიზნეს-გარემო ქვეყანაში იყოს ხელისშემწყობი და ზრდის შესაძლებლობა მისცეს, რადგანაც როდესაც ვითარდება ბიზნესი, მოქალაქეებსა მეტი შესაძლებლობა ეძლევათ განვითარებისთვის," - განაცხადა ახალმა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ენ დევისმა.

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარრებისთვის, სადაც მოუსმენენ საბჭოს წევრ კომპანიებს. მან ასევე ისაუბრა 2020 წლის ბიზნესის გამოწვევებზეც. მისი თქმით, დღეს ბიზნესში ბევრი გამოწვევაა და მხოლოდ რეფორმებით და ნოვაციური შეხედულებებით შევძლებთ ეკონომიკური ვითარების გააუმჯობესებას საქართველოში. 

"უნდა გავითვალისწინოთ, რომ წლევანდელი წელი არის არჩევნების წელი და ბიზნესისთვის მარტივი არ იქნება. თქვენ ხედავთ როგორი ტურბულენტურობაა როგორც პოლიტიკურ ისე ეკონომიკურ განზომილებაში, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი," ამბობს ზვიად ჭუმბურიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system