ქართველი დამსვენებელი ერთ ვიზიტზე 877 ლარს ხარჯავენ

ქართველი გამყვანი ვიზიტორების საშუალო დანახარჯი ვიზიტზე საზღვარგარეთ მოგზაურობისას კი 877 ლარს შეადგენს. ამის შესახებ აღნიშნულია ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ტურისტული დანახარჯების სტრუქტურის შემაჯამებელ ანგარიშში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებში, რუსული ბაზრის ჩანაცვლების შესაძლებლობად ხშირად განიხილავენ ადგილობრივ ბაზარს/გამყვან ვიზიტორებს, თუმცა დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით ადგილობრივი მოგზაური ვიზიტორების სრულად საქართველოში დასვენების შემთხვევაშიც შესაძლებელია მხოლოდ 265 მლნ. ლარის შემოსავლების გენერირება, რაც რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლების მაქსიმუმ 14%-ია. 

"აღსანიშნავია, რომ ქართველი გამყვანი ვიზიტორების მხოლოდ 13% მოგზაურობს დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით (ბუნებრივია ის ვიზიტორები, რომლებიც საქმიანი, მეგობრების და ნათესავების მონახულების, შოპინგის ან სამედიცინო მიზნით მოგზაურობენ კვლავ საზღვარგარეთ მოგზაურობას მიანიჭებენ უპირატრსობას), რაც რაოდენობრივად დაახლოებით 300 ათასი ვიზიტორია. ქართველი გამყვანი ვიზიტორების საშუალო დანახარჯი ვიზიტზე საზღვარგარეთ მოგზაურობისას კი 877 ლარს შეადგენს. შესაბამისად, დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით მოგზაური ვიზიტორების სრულად ქვეყანაში დასვენების შემთხვევაშიც შესაძლებელია მხოლოდ 265 მლნ. ლარის შემოსავლების გენერირება, რაც რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლების მაქსიმუმ 14%-ია," - ვკითხულობთ ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ტურიზმის მიმოხილვაში და

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ცენტრი ამტკიცებს, რომ ახალი ტურისტული შეთავაზებებების პოპულარიზაცია, ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაცია სწორედ ახალი ტურისტული პროდუქტების გზით წარმოადგენს უფრო მდგრადი და ინკლუზიური ტურიზმის აუცილებელ წინაპირობას.

ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ცენტრში დასძენენ, რომ დღევანდელი მდგომარეობით ტრადიციული ღვინის და გასტრო ტურიზმისთვის და ე.წ sun & beach ტურიზმისთვის რუსი ვიზიტორები წარმოადგენენ ძირითად ბაზარს და შემოსავლების ძირითად წყაროს.  

არიან თუ არა მაღამხარჯველი ქვეყნების ვიზიტორები საქართველოსთვის მაღალშემოსავლიანი, ნახეთ აქ.