თავში

არიან თუ არა მაღამხარჯველი ვიზიტორები საქართველოსთვის მაღალშემოსავლიანი

არიან თუ არა მაღამხარჯველი ვიზიტორები საქართველოსთვის მ
არიან თუ არა მაღამხარჯველი ვიზიტორები საქართველოსთვის მაღალშემოსავლიანი

ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ცენტრმა  ტურისტული ნაკადებისა და საშუალო დანახარჯების სტრუქტურა შეაჯამა. აღმოჩნდა, რომ  საშუალო დანახარჯების სიდიდის მიხედვით ერთ ვიზიტორზე ყველაზე მეტს - აშშ-ს, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, გაერთიანებული სამეფოს, ჩეხეთის, საფრანგეთისა და ისრაელის ვიზიტორები ხარჯავენ, თუმცა აღნიშნული ქვეყნების წილი ვიზიტორთა ნაკადში ჯამურად 5.4%-ს შეადგენს, ხოლო მათი ჯამური დანახარჯი 1,270 მლნ. ლარს. რუსი ვიზიტორების დანახარჯი, ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების ვიზიტორების საშუალო დანახარჯის 50 პროცენტია და ვიზიტზე საშუალოდ 1282 ლარს შეადგენს, თუმცა მათი წილი ვიზიტორთა ნაკადებში 19 პროცენტია, რაც შესაბამისად განაპირობებდა რუსი ვიზიტორებისგან ჯამურად ყველაზე მაღალ შემოსავალს ქვეყნისთვის (2019 წ - 2,120 მლნ ლარი) და მაღალ მხარჯველუნარიან ქვეყნებთან შედარებით თითქმის 70 პროცენტით მეტს.

"მნიშვნელოვანია ისიც რომ მცირე და საშუალო ზომის განთავსების საშუალებებისთვის რუსი ვიზიტორები წარმოადგენენ შემოსავლის ძირითად წყაროს, განსაკუთრებით საზღვაო კურორტებზე. ჯამურად ვიზიტორებში ყველაზე პოპულარულ აქტივობას ქართული სამზარეულოს და ღვინის დაგემოვნება წარმოადგენს, თუმცა ევროპელი და ამერიკელი ვიზიტორები აღნიშნულთან ერთად უფრო დივერსიფიცირებულ ტურისტულ გამოცდილებებს ანიჭებენ უპირატესობას, რამდენადაც ევროპელი ვიზიტორების დიდი ნაწილი დაინტერესებულია ღირსშესანიშნაობებისა და ბუნების/ლანდშტაფტის მონახულებით და ხელოვნების, კულტურისა და ისტორიის გაცნობით. რუსი ვიზიტორების შემთხვევაში აღნიშნული აქტივობების პოპულარობა პროცენტულად ბევრად მცირეა ევროპელ და ამერიკელ ვიზიტორებთან შედარებით. ამასთან, ყველა სხვა ქვეყნის ვიზიტორებთან შედარებით ბევრად მაღალია ამერიკელი ვიზიტორების დაინტერესება სასოფლო სამეურნეო აქტივობებში მონაწილეობით," - განმარტავენ ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ცენტრში და დასძენენ, რომ დღევანდელი მდგომარეობით ტრადიციული ღვინის და გასტრო ტურიზმისთვის და ე.წ sun & beach ტურიზმისთვის რუსი ვიზიტორები წარმოადგენენ ძირითად ბაზარს და შემოსავლების ძირითად წყაროს. 

"რაც შეეხება საქართველოსთვის სამომავლოდ მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე ტურისტულ სერვისებს, როგორიცაა: ეკო, აგრო და სათავგადასავლო ტურიზმი, სწორედ ევროპელი და ამერიკელი ვიზიტორები შეგვიძლია განვიხილოთ ძირითად სამიზნე ბაზრად. თუმცა, აღნიშნული ტურისტული სერვისების წილი ჯერ-ჯერობით საკმაოდ დაბალია და მნიშვნელოვანია მსგავსი მდგრადი ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე მეტად ორიენტაცია, მათ შირის კერძო სექტორის მხრიდან აღნიშნული შესაძლებლობების ათვისებით. ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებში, რუსული ბაზრის ჩანაცვლების შესაძლებლობად ხშირად განიხილავენ ადგილობრივ ბაზარს/გამყვან ვიზიტორებს. აღსანიშნავია, რომ ქართველი გამყვანი ვიზიტორების მხოლოდ 13% მოგზაურობს დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით (ბუნებრივია ის ვიზიტორები, რომლებიც საქმიანი, მეგობრების და ნათესავების მონახულების, შოპინგის ან სამედიცინო მიზნით მოგზაურობენ კვლავ საზღვარგარეთ მოგზაურობას მიანიჭებენ უპირატრსობას), რაც რაოდენობრივად დაახლოებით 300 ათასი ვიზიტორია. ქართველი გამყვანი ვიზიტორების საშუალო დანახარჯი ვიზიტზე საზღვარგარეთ მოგზაურობისას კი 877 ლარს შეადგენს. შესაბამისად, დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით მოგზაური ვიზიტორების სრულად ქვეყანაში დასვენების შემთხვევაშიც შესაძლებელია მხოლოდ 265 მლნ. ლარის შემოსავლების გენერირება, რაც რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლების მაქსიმუმ 14%-ია," - ვკითხულობთ ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ტურიზმის მიმოხილვაში და 

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ცენტრი ამტკიცებს, რომ  ახალი ტურისტული შეთავაზებებების პოპულარიზაცია, ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაცია სწორედ ახალი ტურისტული პროდუქტების გზით წარმოადგენს უფრო მდგრადი და ინკლუზიური ტურიზმის აუცილებელ წინაპირობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system