ხაჭაპურის ინდექსი გაზრდილია

2020 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მოსამზადებლად  4.09 ლარია საჭირო.

ხაჭაპურის ინდექსს ISET-ი ითვლის.  ორგანიზაციის დათვლით, ინდექსი სექტემბერში წლიურად 11. 7%-ით გაიზარდა, თუმცა, აგვისტოსთან შედარებით 2.8% -ითაა გაზრდილი.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ სეზონური მიზეზების გამო რძით მომარაგების შემცირებით, საქართველოს ყველა ქალაქში ხაჭაპურის ინდექსის ფასები იზრდება. 

ყველაზე დიდი ყოველთვიური ზრდა დაფიქსირდა თელავში (8,2%), შემდეგ მოდის ქუთაისი (7,0%), შემდეგ კი თბილისი (5,5%). ფასის ყველაზე მცირე თვიური ზრდა დაფიქსირდა ბათუმში (2.6%).

ცნობისთვის, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა თბილისში(ISET-ი) საქართველოში ფასების საერთო დონის შეფასების მიზნით, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტის "იმერული ხაჭაპურის" მომზადების ღირებულებას ყოველთვიურად ითვლის და მას "ხაჭაპურის ინდექსის" სახით წარმოადგენს. ინდექსის ზრდა ქვეყანაში სურსათის ღირებულების ზრდაზე მიანიშნებს.