თავში

ხაჭაპურის ინდექსი ისტორიულ მაქსიმუმზეა

ხაჭაპურის ინდექსი ისტორიულ მაქსიმუმზეა
ხაჭაპურის ინდექსი ისტორიულ მაქსიმუმზეა

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა თბილისში(ISET-ი) საქართველოში ფასების საერთო დონის შეფასების მიზნით, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტის "იმერული ხაჭაპურის" მომზადების ღირებულებას ყოველთვიურად ითვლის და მას "ხაჭაპურის ინდექსის" სახით წარმოადგენს. ინდექსის ზრდა ქვეყანაში სურსათის ღირებულების ზრდაზე მიანიშნებს. 

ხაჭაპურის ინდექსი ისტორიულ მაქსიმუმზეა:

ანალიტიკოსების განმარტებით, წლიურ ინფლაციაზე იმოქმედა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტმა. ყველის ფასი 12,5%-ით, გაიზარდა, ხორბლის – 6,6% -ით, კარაქის, კვერცხისა და რძის – 3,4% -ით, საფუარის – 0,1% -ით. ზოგადად, წლის ამ პერიოდში ზრდის ტენდენციას ნედლი რძის სეზონური შემცირება იწვევს, რასაც შედაგად ხაჭაპურის ინდექსის ზრდა მოყვება.

2019 წლის ოქტომბერში ლარსა და აშშ დოლარს შორის გაცვლითმა კურსმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და საშუალო თვიურმა მაჩვენებელმა 2,97 შეადგინა. საქართველოში მოხმარებული სურსათის ნახევარზე მეტი იმპორტირებულია, ლარის გაუფასურებამ კი გავლენა მოახდინა იმპორტირებული საქონლის ფასებზე. ქართული ლარის გაუფასურებამ ხაჭაპურის იმპორტირებული ინგრედიენტების ფასებზეც იმოქმედა, რომლებიც იმპორტირებული რძის ფხვნილით (ნედლი რძის შემცვლელი) იწარმოება, ასევე კარაქსა და ხორბალზე.

ხაჭაპურის ინდექსი ფასების უფრო ფართო დინამიკას ასახავს და სამომხმარებლო ფასების ინდექსთან (სფი) თანხვედრაშია. ხაჭაპურის ინდექსის ბოლოდროინდელი დინამიკა შესაბამისობაშია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციის დონესთან, რომელიც ასევე გაიზარდა სექტემბერში 6,4%-ით წლიურად (2019 წლის ოქტომბრისთვის სფი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system