ხაჭაპურის ინდექსი იზრდება

ხაჭაპურის ინდექსი ზრდას განაგრძობს. 2020 წლის ოქტომბერში ის  4,37 ლარს გაუტოლდა, რაც 2.9% -ით მეტია წინა თვესთან (2020 წლის სექტემბერი) და 12.5% -ით მეტია გასული წლის ოქტომბერის მაჩვენებლზე.

ხაჭაპურის ინდექსის ინფლაცია მისი ყველა ინგრედიენტის გაძვირებამ განაპირობა. ყველი  გაძვირებულია 19,0%-ით, ფქვილი 16,3%ით, კარაქი 12,4%-ით, საფუარი 16,4%-ით, რძე 2,8%-ით და კვერცხი 0,3%-ით.

სპეციალისტების განმარტებით, ხაჭაპურის ინდექსისი ზრდა ლარის გაუფასურებასთანაა კავშირში. ლარის / აშშ დოლარის საშუალო გაცვლითი კურსით 2020 წლის ოქტომბერში არის 3.22  ხოლო 2019 წლის ოქტომბერში 2.97-ი იყო.

"ქართული ლარის გაუფასურებამ მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა იმპორტირებული საქონლის ფასზე; 2019 წლის ოქტომბერში აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურებულია 8% -ზე მეტად, 2019 წლის ოქტომბერში," - აღნიშნულია ინდექსის განმარტებაში. 

ხაჭაპურის ინდექსს ISET-ი ითვლის.

ცნობისთვის, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა თბილისში(ISET-ი) საქართველოში ფასების საერთო დონის შეფასების მიზნით, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტის "იმერული ხაჭაპურის" მომზადების ღირებულებას ყოველთვიურად ითვლის და მას "ხაჭაპურის ინდექსის" სახით წარმოადგენს. ინდექსის ზრდა ქვეყანაში სურსათის ღირებულების ზრდაზე მიანიშნებს.