ხვალიდან სპორტდარბაზები და საცურაო აუზები არ გაიხსნება

"პირველი, სადაც სამუშაო პროცესი აღდგება, არის სავაჭრო მოლები და ობიექტები, რომლებიც საცალო-საბითუმო ტიპის ვაჭრობას ეწევიან. ისინი უკვე დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილ პორტალზე, სადაც დაარეგისტრირეს საკუთარი საქმიანობა, თანამშრომლები და ეტაპობრივად, დაიწყეს სავალდებულო ტესტირება, რომელიც შესაბამისი ნორმატიული აქტებითაა განსაზღვრული", - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 1-ელ მარტამდე, შეზღუდული რჩება მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება. ამასთან, 1-ელ მარტამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არ გაიხსნება სპორტდარბაზები და საცურაო აუზები.

"თებერვალში ტესტირების სახსრებს სრულად დაფარავს სახელმწიფო. 1-ლი მარტიდან კი, კერძო სექტორი ეტაპობრივად მიიღებს მონაწილეობას თანამშრომელთა ტესტირების პროცესში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იხსნება ისეთ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე ძალიან მაღალი არაა და ასევე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლებია“, - განაცხადა მან.

1-ლი თებერვლიდან უწყენათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში დადგენილი შეზღუდვები მსუბუქდება