თავში

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში ხვალიდან მოიხსნება

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში ხვალიდან მოიხსნება
შეზღუდვები, რომელიც საქართველოში ხვალიდან მოიხსნება

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები 1-ლი თებერვლიდან ეტაპობრივად მოიხსნება.

ხვალიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა აღდგება.

თბილისში მუშაობას განაახლებს მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. 

აჭარაში პირველი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებსა ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. 

სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროები, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში – გატანა-მიტანის სერვისით.

აღსანიშნავია, რომ ძალაში კვლავ რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system