მაისში გაცემული იპოთეკური სესხების დინამიკა მცირედით გაუმჯობესდა

მაისში გაცემული იპოთეკური სესხების დინამიკა აპრილთან შედარებით მცირედით გაუმჯობესდა.

"თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების ოდენობა მაისში 10%-ით გაიზარდა, რაც წინა თვესთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

2021 წლის აპრილში საბანკო სესხების წლიური ზრდის ტემპმა 2.1 პპ-ით მოიმატა.