თავში

2021 წლის აპრილში საბანკო სესხების წლიური ზრდის ტემპმა მოიმატა

2021 წლის აპრილში საბანკო სესხების წლიური ზრდის ტემპმა მოიმატა
2021 წლის აპრილში საბანკო სესხების წლიური ზრდის ტემპმა მოიმატა

2021 წლის აპრილში საბანკო სესხების წლიური ზრდის ტემპმა 2.1 პპ-ით მოიმატა.

ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ყოველკვირეული ეკონომიკური მიმოხილვიდან ვიგებთ.

ამავე თვეში საგარეო ვაჭრობისა და შემოსავლების მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებლების ფონზე, საკრედიტო აქტივობის მატება ყველა სეგმენტში აღინიშნებოდა. კერძოდ, MSME დაკრედიტების ზრდის ტემპმა ყველაზე მაღალი გაუმჯობესება გამოავლინა და თ/თ 3.1 პპ-ით, 15.8%*-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში, საცალო და კორპორატიული დაკრედიტების ზრდის ტემპიც აჩქარდა და, შესაბამისად, 10.0%* და 5.4%* შეადგინა.

ვალუტების ჭრილში, ლარში გაცემული სესხების ჯამური ოდენობა 17.7 მლრდ ლარს (წ/წ +23.7%) გაუტოლდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების ჯამური მოცულობა გაცვლითი კურსის ეფექტის გამოკლებით წლიურად უცვლელი დარჩა და 22.4 მლრდ ლარის ექვივალენტი შეადგინა. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ თვიურ ჭრილში სავალუტო დაკრედიტება წინა თვეებთან შედარებით გაზრდილია. საპროცენტო განაკვეთების მხრივ, აპრილის განმავლობაში ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა თ/თ 0.2 პპ-ით გაიზარდა - განაკვეთი ლარის სესხებზე თ/თ 0.1 პპ-ით (15.3%-მდე) გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი თ/თ 0.1 პპ-ით (6.4%-მდე) შემცირდა.

საბანკო დეპოზიტების მოცულობა 2021 წლის აპრილში წ/წ 22.4%*-ით გაიზარდა და 36.4 მლრდ ლარს გაუტოლდა. ლარის დეპოზიტებმა - 13.4 მლრდ (წ/წ +40.0%), ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებულმა დეპოზიტებმა 23.0 მლრდ ლარის ექვივალენტი (წ/წ +15.3%* ) შეადგინა. შედეგად, ლარის დეპოზიტების წილი მთლიან დეპოზიტებში 37.1% იყო. ეროვნული და უცხოური ვალუტების დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა თ/თ 0.6 პპით გაიზარდა, რაც ეროვნულ ვალუტაში განაკვეთის თ/თ 0.5 პპ-ით ზრდამ, ხოლო უცხოურ ვალუტაში თ/თ 0.1 პპ-ით კლებამ განაპირობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system