მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ძირითადი ინდექსები დაეცა

მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ძირითადი საფონდო ინდექსები ეცემა.

ინდექსი РТС - 3,77%-ით, 1028 პუნქტით დაეცა. მოსკოვის ბირჟის ინდექსი კი 2480 პუნქტით.

გაუფასურდა რუსული რუბლი აშშ დოლარსა და ევროსთან მიმართებით. 

აშშ დოლარი 42 კაპიკით, ხოლო ევრო 39 კაპიკით გაძვირდა.

დოლარი  75,97 რუბლი ღირს, ხოლო ევრო - 82,38 რუბლი.  

ექსპერტების შეფასებით, რუბლი WTI მარკის ნავთობზე ფასის ვარდნის პარალელურად გაუფასურდა.