მთავრობის ფასიან ქაღალდებში არა-რეზიდენტების წილი 10.8% -ია

ნოემბერში არარეზიდენტების მფლობელობაში ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 612.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც თითქმის უცვლელია წინა თვესთან შედარებით.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ მიმოხილვაში. 

აქვე განმარტებულია, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში, მთავრობის ფასიან ქაღალდებში არა-რეზიდენტების წილი 10.8% იყო.

შეგახსენებთ, ოქტომბერში მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილი სტაბილური დარჩა და 11.0% შეადგინა, რაც თითქმის უცვლელი იყო წინა თვესთან შედარებით.