თავში

მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილი 11%-ზე შენარჩუნდა

მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილი 11%-ზე შენარჩუნდა
მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილი 11%-ზე შენარჩუნდა

ოქტომბერში მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილი სტაბილური დარჩა და 11.0% შეადგინა, რაც თითქმის უცვლელია წინა თვესთან შედარებით. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, აბსოლუტურ მაჩვენებლებში, არარეზიდენტების მფლობელობაში ფასიანი ქაღალდების ღირებულება 614.7 მლნ ლარი იყო, რაც სექტემბრის მაჩვენებელს 27.4 მლნ ლარით აღემატება. 

"ვაქცინის შესახებ ბოლოდროინდელმა პოზიტიურმა სიახლეებმა და დოლარში დაბალმა განაკვეთებმა ხელი უნდა შეუწყოს პორტფელის ინვესტიციების მოცულობის ზრდას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზების თანახმად, მშპ 2020 წელს 5.0% -ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს კი 4.3% -ით გაიზრდება. ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს გრძელვადიანი ზრდის პროგნოზს უცვლელად, 5.2%-ის დონეზე, ინარჩუნებს. სსფ-ის განცხადების თანახმად, საქართველომ პროგრამის მოთხოვნები ძირითადად დააკმაყოფილა, რაც დამატებით საგარეო დაფინანსებას უხსნის გზას. ამასთან, 2021 წლის მშპ-ის პროგნოზი წინა პროგნოზთან შედარებით 0.7 პპ-ით არის შემცირებული. ასევე, გადაიხედა 2021 წლის ბიუჯეტის დეფიციტის პროგნოზი, რომელმაც მშპ-ის 7.6% შეადგინა (წინა პროგნოზით 5.1%), რაც 2021 წელსაც ფისკალური ხარჯების მაღალ დონეზე შენარჩუნებას ნიშნავს," - ვკითხულობთ "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

აქვე განმარტებულია, რომ 2021 წელს სახელმწიფოს ვალი მშპ-ის 60% მცირედით აცდება, თუმცა, უცხოურ ვალუტაში ძალზედ დაბალი საპროცენტო განაკვეთებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system