OPEC იანვრიდან ნავთობის მოპოვებას ზრდის

OPEC+ იანვრიდან დედგენილ გეგმას არ გადაუხვევს და ნავთობის მოპოვებას კვლავ 400 ათასი ბარელით გაზრდის.

ნავთობის უმსხვილესმა მწარმებლებმა, კერძოდ, ჩინეთმა, ინდოეთმა და აშშ-მ OPEC-ს მოპოვების გაზრდისკენ მოუწოდეს. თუმცა ორგანიზაციისგან უარი მიიღეს, რის შემდეგაც  ქვეყნებმა ნავთობის სტრატეგიული მარაგების გამოთავისუფლება დაიწყეს.

გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე, OPEC-ის მინისტრებმა ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე ქუვეითის წარმომადგენელი, ჰაისამ ალ-ჰაისი დანიშნეს. 

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება დღეში 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა.

ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.