ყველა ფერმერი წყლის გადასახადისგან გათავისუფლდა

ყველა ფერმერი, რომელთა რაოდენობაც დღეს საქართველოში 42 ათასია საირიგაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდება. სარწყავი წყალი 20 წლის განმავლობაში უფასო ექნებათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე განაცხადა. 

დღესვე პრემიერმა განაცხადა, რომ ფერმერები რეგისტრირებულ 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამავე ოდენობის მიწაზე მათ შეეძლებათ დიზელი შეიძინონ საბაზრო ფასზე ლარით იაფად.

პრემიერმა განაცხადა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს , რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს.