ყველაზე მეტი ქართული ნაწარმი ჩინეთში, რუსეთსა და ბულგარეთში გაიყიდა

საქსტატის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.0 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (405.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (320.3 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (254.1 მლნ. აშშ დოლარი).

შემდეგ პოზიციაებზეა: თურქეთი, უკრაინა, შვეიცარია, სომხეთი, ესპანეთი,აზერბაიჯანი და აშშ-ია.

ქართული ნაწარმის ექსპორტის მოცულობა წელს შარშანდელთან შედარებით ყველაზე მეტად გაზრდილია ჩინეთში (ზრდა 207.5%), ესპანეთსა (ზრდა 61.5%), შვეიცარიაში(ზრდა 36.2%) ზრდა ფიქსირდება ასევე ბულგარეთსა (ზრდა 11.8%) და სომხეთში (ზრდა 5.7%).

საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7%-ით გაიზარდა და 1 956.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.