თავში

საქართველომ ადგილობრივი ექსპორტი 4.7%-ით გაზარდა

საქართველომ ადგილობრივი ექსპორტი 4.7%-ით გაზარდა
საქართველომ ადგილობრივი ექსპორტი  4.7%-ით გაზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7%-ით გაიზარდა და 1 956.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

.2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 715.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11,1%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72,1%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,7%-ით გაიზარდა და 1 956.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (405.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (320.3 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (254.1 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 618.6 მლნ. აშშ დოლარით, ამ სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 31,6%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 197.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10,1%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 162.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8,3%).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system