რაჭაში 1000 ტონაზე მეტი ალექსანდროული და მუჯურეთული გადამუშავდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს 13 ოქტომბრის მონაცემებით, უკვე 1000 ტონაზე მეტი ალექსანდროული და მუჯურეთულია გადამუშავებული.

სააგენტოს ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტია გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს.

რთველი დასკვნით ეტაპზეა კახეთში, სადაც გადამუშავებულია 269 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.