რაჭაში 2100 ტონა ყურძენია გადამუშავებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს 16 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში 2100 ტონა ყურძენია გადამუშავებული. 

წელს რაჭაში, ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას - 2500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

"ხვანჭკარის“ ხარისხისა და უნიკალურობის შესანარჩუნებლად რაჭაში სპეციალური ღონისძიებები ტარდება. ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკ-პოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულ/ალექსანდროულში შერევა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტია გახსნილი.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს ქალაქ ამბროლაურში.

რაჭაში თველი 10 ოქტომბერს დაიწყო