თავში

რაჭაში რთველი იწყება

რაჭაში რთველი იწყება
რაჭაში რთველი იწყება

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნა. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას - 2500 ტონამდე მოსავალს ელიან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, უხვი მოსავლისა და COVID-19 პანდემიის ფონზე, მეღვინეობა-მევენახეობის დარგში არსებული გამოწვევების მიუხედავად, რაჭაში რთველი წარმატებით ჩატარდება და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

მოსახლეობა მოსავლის დაბინავებას უკვე 10 ოქტომბრიდან შეძლებს.

„ხვანჭკარის" ჯიშობრივი სიზუსტის მიზნით, რთველის პროცესში ამპელოგრაფები ჩაერთვებიან, ხოლო რეგიონის შესასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკ-პოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შეტანა და მუჯურეთულ/ალექსანდროულში შერევა.

ყურძნის ჩასაბარებელი პუნქტები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში და ქალაქ ამბროლაურში გაიხსნება.

რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთში, სადაც დღეის მონაცემებით, გადამუშავებულია 260 ათას ტონამდე ყურძენი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system