რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 8%-ზე დაფიქსირდა - LIVE

რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შემცირდა და ის 8%-ზე დაფიქსირდა.

ამის შესახებ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე, საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ონლაინ რეჟიმში გააცნო.

ცნობისთვის, ბანკების ასოციაციაში მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ელოდნენ. მათი აზრით, განაკვეთის შემცირება, პანდემიის შოკში არსებული ეკონომიკისთვის, ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალურია.

შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა 8.5%-მდე შერბილების გადაწყვეტილება წინა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეც, აპრილის ბოლოს, მიიღო.