როგორ აზარალა პანდემიამ "ჰორეკა" სექტორი

ექსპერტების უხეში ანგარიშით, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკამ დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი დაკარგა და 2018 წლის მოცულობამდე დავიდა. მხოლოდ ტურიზმიდან ქვეყანას დააკლდა 3 მილიარდი დოლარი დაკარგა.

სპეციალისტების განმარტებით, პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი საზღვრებით ეკონომიკამ დაკარგა 9-მილიონიანი ტურისტუული ბაზარი საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების სახით. ეკონომისტების მტკიცებით, ტურიზმის სექტორის კომბინირებული წილი, ქვეყნის მშპ-ში მომიჯნავე მომსახურებისა თუ სარესტორნო ბიზნესის ჩათვლით, დაახლოებით 25%-ს უტოლდება. ამიტომაც ტურიზმის კლება ეკონომიკის თითქმის ყველა სხვა სექტორს ნეგატიურად შეეხო.

წინა წლებში ტურისტები საქართველოში ხარჯავდნენ ფულს, ყიდულობდნენ სხვადასხვა პროდუქციასა და თუ სერვისს. ტურიზტების გაუჩინარებამ დააზარა სტუმარ-მასპინძლობის, "ჰორეკა" სექტორი.

მხოლოდ მასპინძლობის სფეროში საქართველოში ოპერირებს 1 100-მდე საშუალო ზომისა და 1 500-მდე საოჯახო ტიპის და ე.წ. გესტჰაუსები. 

თუ შარშან განთავსებისა და კვების მიწოდების ობიექტებში ჯამურად 48 634 მოქალაქე იყო დასაქმებული, ბოლო მონაცემებით, მაჩვენებელი 31 039-მდე შემცირდა.

ამ ორ სფეროში დასაქმებულთა რიცხვი წლიურ წრილში ასე იცვლება:

პნდემიის შედეგად, განთავსებისა და კვების ინდუსტრიაში უმუშევრად დარჩა 17 500 მოქალაქე, ხოლო  დარჩენილ ნაწილს შემოსავალი მნიშვნელოვნად შეუმცირდა. ეს არის ის, რაც დაკვირვებადი ეკონომიკის ნაწილში ჩანს. რადგან საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა ჯერ კიდევ მაღალია, დიდი ალბათობით, ვითარება კიდევ უფრო რთულია და შემოსავალი გაცილებით მეტ ადამიანს შეუმცირდა ან საერთოდ შეუწყდა.

იმისთვის, რომ ტურიზმსა და მის მომიჯნავე დარგებზე კრიზისის წნეხი განეიტრალდეს, მთავრობამ სექტორს გარკვეული შეღავათები დაუწესა, მათ შორის, საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან გათავისუფლება და, ასევე, საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირება. სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით სარგებლობა მხოლოდ 713-მა განთავსების ობიექტმა შეძლო, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 27%-ია.

2020 წლის მესამე კვარტალში სასტუმრო/რესტორანი სინდუსტრიის კლება 31.7%-ია, ხოლო სექტორში დასაქმებული იყო 48 800 მოქალაქე;

შეგახსენებთ, ჰორეკა - Horeca არის ბიზნესის ის სახეობა, რომელიც აერთიანებს საკვების დამამზადებლ ინდუსტრიას, ასევე იმ დაწესებულებებს, სადაც ხდება საკვებითა და სასმელებით გამასპინძლება.