ბოლო ოთხ დღეში ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.05 მილიონიდან 5.12 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
თვის ჭრილში "ქართული ოცნების" ლიდერის ქონება არ შეცვლილა. წლიურ ჭრილში კი (YTD ცვლილება) ქონება $ 350 მილიონითაა შემცირებული, რაც ივანიშვილის საკუთრების -6.4%-იან კლებაზე მიუთითებს.
ინდექსის მიხედვით, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი უმდიდრესი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია, რომლის სიაში სულ 500 მილიარდერია.
მილიარდერთა რეიტინგში 64 წლის ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი ქართველია და ის 335-ე ადგილს სჯერდება.
ცნობისთვის, დღეს ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ StopCov ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა.
შეგახსენებთ, კორონავირუსმა მდიდარ ადამიანთა რაოდენობა შეამცირა.
წელს Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიურ რეიტინგში 2095 ადამიანი მოხვდა, რაც წინა წელთან შედარებით 58-ით ნაკლებია.
პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება 8 ტრილიონი დოლარია, რაც ამ მაჩვენებლის 700 მილიარდი დოლარით კლებაზე მეტყველებს წინა წელთან შედარებით.
ყველაზე მეტი მილიარდერი ისევ ნიუ-იორკში ცხოვრობს. აშშ-ის ამ მეგაპოლისში წელს 8-ით მეტი მილიარდერი ცხოვრობს და მათი რაოდენობა 92-ს გაუტოლდა. 71 მილიარდერი ცხოვრობს ჰონგ-კონგში, ხოლო მესამე ადგილს დასჯერდა რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი 70 მილიარდერი მკვიდრით.