როგორ შეცვლის ახალი კანონი სამეწარმეო ურთიერთობებს

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი თემურ ხომერიკი ,,მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონის პროექტის ინიცირებას ეხმაურება და მას საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. მისი თქმით, კანონმა სამეწარმეო ურთიერთობებში ბევრი ღია ადგილი შეავსო, აქამდე არსებული ქაოსი მოაწესრიგა და სამართლიანი პარტნიორული საქმიანობის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, რასაც ბიზნესი მალევე იგრძნობს, როგორც კი კანონი ძალაში შევა. 

,,მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონით საკანონმდებლო პროცედურები ზედმიწევნით არის გაწერილი, როგორიცაა პარტნიორთა შეთანხმება, მათ მიერ ფირმის რეგისტრაცია, ფირმიდან გასვლა, რეორგანიზაცია და სხვა. გამოირიცხა ე.წ. არარასებული ფირმების რეგისტრაცია, რაც რეალურად ეს არ გახლდათ საპარტნიორო ფირმა, ერთი კაცის ინტერესებზე იყო მორგებული. ახალ კანონში ყველა ნიუანსი სათანადოდ განისაზღვრა, როგორც დასავლეთშია - საპარტნიორო ურთიერთობებს დაერქვა თავისი სახელი, რაც ყველაზე მთავარია, რეალურად ძალიან ბევრ კითხვას სამართლებრივად გაეცემა პასუხი. გამონაკლისებისთვის, ამ კანონისგან განხვავებული ურთიერთობებისთვისაც, რჩება ადგილი საპარტნიორო შეთანხმებაში. ეს ნიშნავს, რომ თუ მეწარმეს განსაკუთრებული საპარტნიორო სტატუსი უნდა, ეს პარტნიორებმა უნდა დაუფიქსირონ წესდებასა და საპარტნიორო შთანხმებაში. ამით ადამიანებს უჩნდებათ  პასუხისმგებლობა, ხოლო კონკრეტული ფაქტებისთვის კონკრეტული პროცედურებია გაწერილი. მეორეც, ანგარიშგების წესები, საკანონმდებლო დონეზე მოთხოვნები უფრო ლოგიკურადაა დალაგებული, ცალსახად იმპერატიულად არის მოცემული, როდის რა შეიძლება, უფრო ცივილიზებული ფორმაა. რეალურად მართლა პარტნიორების ურთიერთობაა, რომელიც მთავარ პარტნიორს დანარცენტათვის ,,ხელების გადაგრეხის" უფლებას არ აძლევს, რის შესაძლებლობასაც მას აწ უკვე ძველი კანონი აძლევდა", - განმარტავს ხომერიკი.

პროფესორი ფიქრობს, რომ მთავარი შემდგომი ეტაპია - პარლამენტის მიერ კანონის დამტკიცება ისე, რომ დაშვებული გამონაკლისებით კანონი არ ,,დამახინჯდეს".

,,1-2 წელიწადში ჩვეულებრივი მუშა კანონი გვექნებაა, შეიძლება რაღაც ნიუანსები დასახვეწია, მაგრამ ცვლილება შინაარს არ ეხება, ძირითადად იურიდიული მხარეა, რომ უფრო თვალსაჩინოც ჩამოყალიბდეს ცალკეული განსაზღვრება, დიდ ცვლილებას არ საჭიროებს. ეს არის რეგისტრაციისთვის, ფუნქციონირებისთვის საპარტნიორო ურთიერთობის რეგულირებისთვის კარგად ჩამოყალიბებული კანონი. მთავარია არ გააფუჭონ და გარკვეულ ინტერესებზე არ მოხდეს კანონის ნორმების მორგება.  2021 წელი ეკონომიკურად რთული იქნება, გადაეწყობა ბიზნესი, პოსტკორონა ეკონომიკა თამაშის ახალ წესებს გვიკარნახებს, იქნება სიახლეებიც, რაც შესაბამისად უნდა აისახოს კანონშიც", - აცხადებს თემურ ხომერიკი.

მისი შეფასებით,  ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის დიდი უპირატესობაა ისიც, რომ მისი ნორმები ევროპულ კანონმდებლობასთან ახლოსაა და თანხვედრაშია, როგორც ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, ასევე ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით არსებულ გამოწვევებსაც პასუხობს.

ცნობისთვის, ,,მეწარმეთა შესახებ" კანონზე მუშაობა სულ ახლახან დასრულდა. პარლამენტის მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ახალი რეგულაციები ძალაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.