რომელ დაწესებულბებს აქვთ მუშაობის ნებართვა სვანეთში

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება. 

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა-გასვლას პოლიცია გააკონტროლებს. 

ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მიუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის.