თავში

სვანეთის ყველა დამსვენებელი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის

სვანეთის ყველა დამსვენებელი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის
სვანეთის ყველა დამსვენებელი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება.

იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტში ისე მესტიის მუნიციპალიტეტიდან.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განმარტა, ყველა იმ ადამიანს, რომელიც სვანეთში ტურისტული მიზნებით იმყოფება მოუწევს ორკვირიანი კარანტინის გავლა. თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა სვანეთშივე გაიაროს კარანტინი, ან მოხდეს მათი ორგანიზებულად გადაყვანა შესაბამის რეგიონებში, სადაც არსებობს საკარანტინე სივრცეები.

მისივე განმარტებით, ხელისუფლება გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ტურისტებისთვის დისკომფორტი იყოს მინიმალური.

ქვრივიშვილის თქმით, ის სასტუმრო, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნილ კრიტერიუმებს, გადაკეთდება საკარანტინე ზონად. საამისაოდ ტურიზის ადნმინისტრაცია მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს სვანეთის ყველა სასტუმროს მენეჯმენტთან.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიმყოფებით პირდაპირ კონტაქტზე სასტუმროებთან, განთავსების ობიექტებთან, რომლებიც მდებარეობს სვანეთში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ყურადღება გამოვიჩინოთ იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც სვანეთში იმყოფებიან შიდა ტურისტული მიზნებისთვის. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ადამიანებს მოიწევთ სავალდებულო კარანტინის გავლა. საწყის ეტაპზე ყველას მოვუწოდებთ, რომ დარჩნენ იმ სასტუმროებში და ადგილებში, სადაც ისინი ამ ეტაპზე განთავსებულები არიან. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის რომ ვიყოთ პირდაპირ კავშირზე ყველა სასტუმროსთან, დამსვენებლებსაც მოვუწოდებთ რომ მაქსიმალური კონტაქტი იქონიონ უშუალოდ იმ სასტუმროების მმართველ გუნდთან, სადაც ისინი იმყოფებიან“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 17 მესტიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

როგორც პრემიეირ-მინისტრმა განმარტა, სვანეთში დამატებითი სამედიცინო ბრიგადები გაიგზავნა მასობრივი ტესტირებისთვის.

„გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, ყველა იქნება მიხედილი, არავინ არ დარჩება ყურადღების გარეშე. არაფერი საპანიკო არ არის. ჩვენ დეტალურად ვმართავთ ამ პროცესს. არანირი რისკები არ არსებობს, რომელიც შეიძლება ემოციების საფუძველი გახდეს. ეს იქნება სპეციალური ღონისძიებები, გადაადგილების ნაწილობრივ შეზღუდვაც იქნება. სამედიცინო ბრიგადები უკვე იწყებენ იქ გაძლიერებულ ტესტირებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ საქართველოსა და კონკრეტულად სამეგრელოში საჰოსპიტალო სისტემა პაციენტების რაოდენობის მატების შემთხვევაში სრულად მობილიზებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system