თავში

პრემიერ-მინისტრი: მესტიაში შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს

პრემიერ-მინისტრი: მესტიაში შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს
პრემიერ-მინისტრი: მესტიაში შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მესტიაში სპეციალური შემზღუდავ ღონისძიებებს გაატარებენ, მათ შორის ნაწილობრივ შეიზღუდება გადაადგილება. 

მისივე თქმით, სამედიცინო ბრიგადები უკვე იწყებენ ადგილზე გაძლიერებულ ტესტირებას.

„დისტანციურად ჩართვა გვქონდა შტაბის წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება გვიწევს. რა თქმა უნდა, გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება. უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები, რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია. არავინ დარჩება ყურადღების გარეშე, არაფერი საპანიკო არა, დეტალურად ვმართავთ პროცესს. არანაირი რისკები არ არსებობს, რომელიც შეიძლება, ემოციების საფუძველი გახდეს. ჰოსპიტალური სისტემა მზადაა, რომ თუ რაოდენობრივი ზრდა იქნება ინფიცირების, წყნარად მშვიდად, როგორც აქამდე ისე ვმართოთ ეს ციფრები. ნერვიულობის საფუძველი არაა“,-განაცხადა გახარიამ.~

შეგახსენებთ, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა. დაინფიცირებული პირი მესტიაში ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად და აღნიშნულ პირებს ვირუსი, სავარაუდოდ, მისგან გადაედოთ.

ცნობისთვის, გუშინ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მესტიიდან 75 წლის პაციენტი შეიყვანეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system